
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია, რათა საზოგადოებაში არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ და ეს კითხვებს იწვევს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციების გავრცელება“.
“რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. სხვათა შორის, ყველას შევახსენებ, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და კერძო მიმოსვლა არ არის. რაც შეეხება მონაცემებს, გუშინ, გარკვეულწილად თემა იყო ისე განხილული, რაც არის ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიის იმისთვის, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოვიდეს და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოგიწოდებთ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს