Logo

შალვა თადუმაძე აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

სამართალი
198
Frontnews
შალვა თადუმაძე აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან დეივ ჰედლესტონთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე უწყების კომპეტენციაში შემავალ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მუშაობის სპეციფიკაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა მინისტრის მოადგილეს ნაყოფიერი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაადასტურა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები