Logo

შალვა თადუმაძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

სამართალი
71
Frontnews
შალვა თადუმაძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა თადუმაძემ ენტონი სპირსს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მიერ, „ქიმიური უსაფრთხოების პროექტის“ ფარგლებში,  საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისათვის გადმოცემული ქიმიური ტრიაჟის ექსპერტიზის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დანაყოფის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ ხაზი გაუსვა, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ, უწყებათაშორის საველე პრაქტიკულ სწავლებას „NEXUS Georgia 2026“, რომელიც მიზნად ისახავდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების დროს, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნისა და კოორდინაციის მიმართულებით სხვადასხვა უწყების შესაძლებლობების დემონსტრირებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების მექანიზმების შემდგომ გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ურთიერთობები ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები