შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიესაჯა


ავტორი
Front News საქართველო
ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქმისას შანაი ბრუკის ძმას, ტაისონ ედვარდსს ბოდიში მოუხადა.
“მაპატიეთ. მესმის, ყველაფერი ვიცი. ჩემთვის არ არის მარტივი აქ დგომა. ძმამ ახსენა, რომ არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მე ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მეც ვაკეთებდი კარგ საქმეებს. რაღაც კარგს მეც ვაკეთებდი, შეგიძლიათ, ნახოთ, იმ დღესაც ჩარიცხული მქონდა. შემეშალა, გთხოვთ მაპატიეთ. მესმის თქვენი დანაკარგი, მეც მქონია ეს დანაკარგი. ვიცი, ჩემი ბოდიში რომ არაფერს ნიშნავს, უბრალოდ გულწრფელად ვდგავარ თქვენ წინაშე, ბოდიშს ვიხდი. მე ჩემი თავის მოვკალი მაგ დღეს. მაპატიე მეგობარო, ძმა, ძალიან ცუდად ვარ. მე არ ვყოფილვარ ასეთი და აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მრცხვენია ჩემი ქალაქის და ქვეყნის, რომ შემეშალა. მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა მურსაკულოვმა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს.
თაგები:
შანაი ბრუკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს