Logo

შარლ მიშელი – დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, დროა, საქართველომ აჩვენოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ

პოლიტიკა
24.08.2021 / 11:29
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან კიევში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება. 

 

“პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გავუსვი:

 

რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით”, – წერს შარლ მიშელი. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს არაფორმალურად კიევში 23 აგვისტოს შეხვდა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები