შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით

ავტორი
Frontnews საქართველო
17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული MMA ორგანიზაცია RKENA და ამერიკული PFL ერთობლივ ღონისძიებას - Rkena Hosting PFL გამართავენ.
ღონისძიების ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის კოლაბორაცია პირველად ტარდება და RKENA-ს ექვსი მებრძოლი PFL-ის ექვს ათლეტს დაუპირისპირდება.
RKENA რეგიონში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქართული MMA ორგანიზაციაა. 2025 წელს დაარსების შემდეგ ორგანიზაციამ უკვე სამი ღონისძიება ჩაატარა და დღეს 30 ქართველ და უცხოელ მებრძოლს აერთიანებს. მათ შორის არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე და ბეკზატ ალმახანი.
PFL (Professional Fighters League) კი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ ცნობილ მებრძოლს აერთიანებს, მათ შორის ეიჯეი მაქკის, კორი ანდერსონსა და კრის საიბორგს.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




