შემოსავლების სამსახური – ბათუმში 7 აგვისტოს შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სანქციები არ ვრცელდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი OPOLYE. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“აღნიშნულ გემზე დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთი – 3182.642 ტონა მყარი ხელოვნური საწვავი კოქსი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანქციებთან მიმართებით შემოწმდა როგორც გემი, ისე გემთმფლობელი, ასევე გემის მოძრაობის ტრაექტორია, რომელიც შეესაბამება წარმოდგენილ დოკუმენტებს.
მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნულ გემზე არ ვრცელდება სანქციები და შესაბამისად, მას მიეცა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის ნებართვა.
ვინაიდან აღნიშნული გემი, გემთმფლობელი და ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების მიზნით, მიმდინარეობს ტვირთის დაცლა და კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის პროცედურაში მოქცევა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
თაგები:
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური – დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას – რასაც ყოველ 7 აგვისტოს აკეთებთ, იწყებთ რა თემის აჟიტირებას, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას – ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე

შემოსავლების სამსახური – ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე