Logo

შემოსავლების სამსახური - სომხური ტვირთების, მათ შორის, გაზპროდუქტების თითქოს "ბლოკირება" არის სრული სიცრუე

ბიზნესი-ეკონომიკა
175
Frontnews image description

საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის, გაზპროდუქტების თითქოს "ბლოკირება" არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

სამსახურის ცნობით, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად გატარდეს ისინი.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.

Advertisement