შემოსავლების სამსახური – ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე


ავტორი
Front News საქართველო
შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს, ძირითადად, მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299-299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ “საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური – ბათუმში 7 აგვისტოს შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სანქციები არ ვრცელდება

შემოსავლების სამსახური – დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

ლაშა ხუციშვილი – შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც მომსახურებას უწევს “მთავარ არხს”