Logo

შეტყობინების გამო ევაკუაცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში გამოცხადდა

შემთხვევა
05.06.2023 / 16:50
Frontnews image description

შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლომ მიიღო.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, გურჯაანის, თელავის და გორის სასამართლოებში. 

 

არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა.

 

სასამართლოებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

Advertisement