Logo

შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ 

სამართალი
458
Frontnews
შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ 

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი.

მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

თაგები:

შეწყალება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები