შიდა ქართლის პოლიციამ 100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




