
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოგისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მარიამ ტაბატაძე ბიზნესადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
თაგები:
მარიამ ტაბატაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს