
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან კოკა კაციტაძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე და მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები: გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
ვახტანგ გომელაურმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორ უწყებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს