Logo

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

სამხედრო
83
Frontnews
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა.

2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ამოწურვამდე გმირულად იბრძოლეს, შემდეგ კი დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

რუს ოკუპანტებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები