შიო მესამე - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ძმური ერთობით შევიკრიბეთ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
შიო მესამემ მრევლს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და სიყვარულისთვის.
„განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირეს და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა შიო მესამემ.
თაგები:
შიო მესამე




