
ავტორი
Front News საქართველო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო.
"შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს. შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
თაგები:
შიო მესამე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს