შმიგალი – ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება სხვა ქვეყნებისთვის საორიენტაციო ვარიანტი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასა და ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება სხვა ქვეყნებისთვის საორიენტაციო ვარიანტი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი.
“დღეს ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან მსგავსი ხელშეკრულებების გასაფორმებლად“, – აღნიშნა მან.
12 იანვარს, სამუშაო ვიზიტით კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ლიდერებმა ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. იგი ძალაში 2024 წლის 12 იანვარს შევიდა და 10 წელი იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატოში ამ პერიოდში გაწევრიანდება, მხარეები გარანტიების სამომავლო სტატუსზე ცალკე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს