შმიგალი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოსიმასა აიაშის შეხვედრა გაიმართა. მათი მოლაპარაკების მთავარი თემა ბიზნესი იყო.
უკრაინის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა იაპონიას მხარდაჭერისთვის, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2,1 მილიარდი დოლარის მაკროფინანსური დახმარება იაპონიისგან.
ოფიციალურმა პირებმა განიხილეს თანამშრომლობა საცხოვრებლების აღდგენის, სასურსათო უსაფრთხოების გარანტიის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ნაღმების გაწმენდის მიმართულებით.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს