შმიგალი – რუსეთს პროუკრაინული კოალიციის დაშლა სურს, უკრაინას აქვს პასუხი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს ომის გახანგრძლივების და უკრაინისთვის მოკავშირეების მხარდაჭერის ჩამორთმევის იმედი აქვს, უკრაინას ამ საქმისთვის ოთხი სტრატეგიული კომპონენტი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
“რუსეთის მთავარი მიზანია გაანადგუროს პროუკრაინული კოალიცია. გაანადგუროს ერთიანობა. შეამციროს ჩვენი რესურსები წინააღმდეგობისთვის. ჩვენი პასუხი შედგება ოთხი სტრატეგიული კომპონენტისგან”, – განაცხადა შმიგალმა.
მისივე თქმით, სტრატეგიულ კომპონენტებს შორის: პირველი – უსაფრთხოების შეთანხმებები მოკავშირეებთან, უკრაინამ უკვე გააფორმა 7 ასეთი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის თანამშრომლობას და უსაფრთხოებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში;
“მეორე არის ტერორისტული ქვეყნის აქტივების კონფისკაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი გამძლეობის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას ახლა და მომავალ წლებში;
მესამე – ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისა და თვითკმარობის გაზრდა;
მეოთხე არის საშუალოვადიანი ფინანსური და სხვა დახმარების პროგრამები ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან”, – განაცხადა შმიგალმა.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს