შმიგალი – სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, არბიტრაჟს მიმართოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს იმის გამო, რომ პოლონეთმა მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გაგრძელება გადაწყვიტა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, უკრაინა როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
შმიგალის თქმით, უკრაინას არ სურდა და არ სურს ზიანი მიაყენოს პოლონელ ფერმერებს და დიდად აფასებს პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას.
“თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, – წერს დენის შმიგალი.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს