შოიგუს ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
როგორც საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც “ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“.
მისი თქმით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ის არმიის ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. 2022 წლის სექტემბერში ბულგაკოვი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.
2016 წელს ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
2024 წლის მაისში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადადგომის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს.
თაგები:
სერგეი შოიგუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს