Logo

შოთა ბერეკაშვილი - ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი

პოლიტიკა
229
Frontnews image description

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც იმ სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი, ეს არის რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალობა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს მეორე პრობლემას - რადგანაც არ არის გამჭვირვალობა, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ გააჩნია პროგნოზირებადობის სათანადო საშუალება, რაც თავის მხრივ, კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს. ამას თან ებმის გადახდის ძალიან დიდი  პერიოდი, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს ქმნის,  -  ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შეიქმნას, სადაც, ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ხოლო, კონკურენცია იქნება ჯანსაღი, რაც თავის მხრივ, ფასების კლებას გამოიწვევს.

"საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე, ჯაჭვის ვერტიკალში მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დავინახეთ, არის ასიმეტრიული ურთიერთობები - არათანაბარი, დაუბალანსებელი ურთიერთობები, რომელიც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ყოველივე ეს იწვევს გარემოებას, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვთ და შეუძლიათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად, გადამეტებული მოგება დააგენერიროს, რადგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ, არსებობს კომპანიები, რომლებსაც დამატებითი ხარჯები ექმნებათ, რაც საერთო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და ქმნის დამატებით ხარჯს. 

ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც, ურთიერთობები იქნება: გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი - ეს სამი მოცემულობა მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომისია, დღეს, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები