შოთა კაკაბაძე - ტრამპის ლოგიკით, უკრაინა ხელს უშლის იმაში, რომ არჩევნები მოიგოს

ავტორი
Frontnews საქართველო
ტრამპისთვის ამ ეტაპზე უკრაინა უფრო მეტად პრობლემა არის, ვიდრე მოკავშირე, მისი ლოგიკით, უკრაინა ხელს უშლის იმაში, რომ არჩევნები მოიგოს, რომ დასწიოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები, ხელს უშლის იმაშიც, რომ ბიზნესგარიგებები ჰქონდეს რუსეთთან და ასე შემდეგ და ამ პრობლემის მოგვარება უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა შოთა კაკაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კიდევ მიდის უთანხმოება უკრაინასა და ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არის ის, რომ აშშ სანქციების შემსუბუქებას რუსეთის მიმართ, სტიმულად აღიქვამს.
"ამერიკის კონგრესში დემოკრატების უმრავლესობის მოსვლა ნიშნავს იმას, რომ კონგრესი უფრო აქტიურ როლს ითამაშებს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, რაც შეიძლება უკრაინისთვის უფრო მეტად სასარგებლო იყოს, რადგან ეს დააბალანსებს ტრამპის ქაოტურ და გაუგებარ პოლიტიკას.
ერთი საკითხი, რაზეც კიდევ მიდის უთანხმოება უკრაინასა და ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არის ის, რომ აშშ სანქციების შემსუბუქებას, ამ გარიგებას და ასე შემდეგ, იყენებს, როგორც სტიმულს, მოლოდინი აქვს, რომ თუ ჩვენ ამას შევთავაზებთ რუსეთს, ბელარუსს, ამის სანაცვლოდ რაღაცას დათმობს, მაშინ, როდესაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების პოზიცია არის, რომ ეს უნდა იყოს ჯილდო და არა სტიმული, ანუ, ჯერ რაღაც უნდა დათმოს რუსეთმა და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ რას ვთმობთ ჩვენ.
ტრამპის ადმინისტრაციაში არის ხალხი, ვისაც ესმის და იცის, რას წარმოადგენს რუსეთი, არის ასევე ხალხი, ვინც სხვა პოლიტიკას ემხრობა რუსეთის მიმართ, არიან ბიზნესმენები და ბიზნესით დაინტერესებული ფრთა, ტრამპის შემთხვევაში კი ამ ეტაპზე რაც იკვეთება არის ის, რომ მას აქვს სხვა ინტერესები, მისთვის ამ ეტაპზე უკრაინა უფრო მეტად პრობლემა არის, ვიდრე მოკავშირე, მისი ლოგიკით, უკრაინა ხელს უშლის იმაში, რომ არჩევნები მოიგოს, რომ დასწიოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები, ხელს უშლის იმაშიც, რომ ბიზნესგარიგებები ჰქონდეს რუსეთთან და ასე შემდეგ და ამ პრობლემის მოგვარება უნდა - ეს არის ამ ეტაპზე ტრამპის პოზიცია, თუმცა ის, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს, ესეც არ არის გამორიცხული", - განაცხადა შოთა კაკაბაძემ.
თაგები:
შოთა კაკაბაძე




