შოთა თუთბერიძე - მე ვფიქრობ, შეგნებულად დატოვა ჰაერში ჩამოკიდებული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რას გულისხმობდა რუსულ სპეცოპერაციაში

ავტორი
Front News საქართველო
არა მარტო ბატონი პაატასთვის, არამედ ყველასთვის, ვინც უყურებდა ქალბატონი სალომეს გამოსვლას, გაუგებარი დარჩა ძირითადი შინაარსი, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებს რუსულ სპეცოპერაციად რატომ მოიხსენიებდა, გაუგებარია.
"არა მარტო ბატონი პაატასთვის, არამედ ყველასთვის, ვინც უყურებდა ქალბატონი სალომეს გამოსვლას, რომელიც ცოტა ბუნდოვნად აფასებს და თან ისე, რომ საკუთარ აზრს ბოლომდე არ აფიქსირებს 4 ოქტომბრის მოვლენებს, გაუგებარი დარჩა ძირითადი შინაარსი, სადაც ქალბატონი სალომე თავს იკავებდა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარი ეხებოდა რუსულ სპეცოპერაციას, სადაც ქალბატონმა სალომემ, მე ვფიქრობ, შეგნებულად დატოვა ბუნდოვანი და ჰაერში ჩამოკიდებული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო რუსული ამ ღამის მოვლენებში და რას გულისხმობდა ის რუსულ სპეცოპერაციაში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
პაატა ბურჭულაძემ ადვოკატის დახმარებით წერილი გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაცია იყო, სამარცხვინოს უწოდებს.
თაგები:
შოთა თუთბერიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


