
ავტორი
Front News საქართველო
გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ, – წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
“უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.
რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება”, – წერს შოთა არველაძე.
თაგები:
შოთა არველაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს