შოთა ხაბარელი – მაგით ღამდება და თენდება საქართველოში, რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა კუჭში


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტპატიმარი არ არის და “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებები “ძალიან არაფერს ნიშნავს”.
“ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია “სახალხო პარტიის” განცხადებები როგორ არის პირდაპირ ერთად შერწყმული “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და დღესაც ზუსტად ამას აგრძელებენ, ამ ხაზზე არის ეს პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ისინი რას იტყვიან, ძალიან არაფერს არ ნიშნავს. პირდაპირ მინდა გითხრათ, მთავარი ის არის, რომ მას მისჯილი აქვს სასჯელი, არანაირი პოლიტპატიმარი არ არის სააკაშვილი და იმან უნდა მოიხადოს ის 6 წელი, რომელიც მიუსაჯა მას სასამართლომ.
ერთი მინდა დავამატო, ერთი სიტყვით, მოიქცეს ღირსეულად. ზუსტად ხელისუფლება იქცევა ღირსეულად, პატიმარს რაც სჭირდება, ყველაფერს უკეთებენ, იმისათვის, რომ თავი იგრძნოს ნორმალურად, იგრძნოს ჯანმრთელად, როდესაც თვითონ თავის თავს აზიანებს, არ იღებს საკვებს, არ ჭამს და სულ პრობლემების წინაშე დგას. მაგით ღამდება და მაგით თენდება საქართველოში, რა შეჭამა სააკაშვილმა და როგორ არ გავიდა კუჭში. 6-7 თვეა ამ პროცესში ვართ სულ”, – აცხადებს ხაბარელი „მთავართან“.
თაგები:
შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი – ბუდუ, შვილო, ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს ჰკითხე და აგიხსნიან

შოთა ხაბარელი – ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?

“საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ, საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში”