
ავტორი
Front News საქართველო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
შოთა რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. 2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა.
1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.
რაც შეეხება ქვემო ქართლში ახალ სახელმწიფო რწმუნებულს, ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი გიორგი დოხტურიშვილმა შეცვალა.
თაგები:
შოთა რეხვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს