
ავტორი
Front News საქართველო
შსს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება.
აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.
აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს