Logo

შსს - დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა

სამართალი
512
Frontnews image description

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

"დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

თაგები:

დაკავება
Advertisement