Logo

შსს გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამართალი
261
Frontnews
შსს გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ  ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს  განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში,  დაიგეგმა, რომლის წევრებიც  არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუკპროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი  და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.

აღნიშნული ნომერი შეიძინა "ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუკპროფილზე შეღწევა.  მოგვიანებით  კი გურამ დადიანიძის ფეისბუკპროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს  გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები