შსს - მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ არ ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს, ხოლო კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მელიქიშვილზე, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო.
აქციის მონაწილეების თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ესროდნენ სხვადასხვა საგნებს.
დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.
პროტესტის მონაწილეები ამ დროისთვის მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიან.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს