
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს და კომიტეტის სხვა წევრებს უმასპინძლა.
პარლამენტარებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.
ასევე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა, აკადემიის ხელმძღვანელისგან ზურაბ ზუბადალაშვილისგან, სასწავლო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა, რაც მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს