შსს-ს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.
"ცერემონიას ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორი, ფრანცისკო პადრო პიკერასი მასპინძლობდა.
ღონისძიების ფარგლებში, ფრანცისკო პადრო პიკერასმა საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი საპოლიციო თანამშრომლობისთვის, ეროვნული პოლიციის „თეთრი ჯვრით“ დააჯილდოვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის „თეთრი ჯვრის“ ჯილდო მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რონი მესხს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შსს-ს დელეგაცია




