Logo

შსს-ს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

სამართალი
601
Frontnews
შსს-ს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ციფრული ექსპერტიზის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების სამართალდამცავ საქმიანობაში გამოყენების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნენ.

დელეგაცია ასევე ეწვია ქალაქ შენიანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს, სადაც გაეცნო მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის კონტროლის მართვის პრაქტიკას.

სასწავლო ვიზიტი საქართველო-ჩინეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

თაგები:

შსსჩინეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები