Logo

შსს - საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში" გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

სამართალი
261
Frontnews image description

საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Advertisement