Logo

შუქრი ბურჭულაძე - რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

პოლიტიკა
432
Frontnews
შუქრი ბურჭულაძე - რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას ეხმაურება.

“ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.

ვფიქრობ, ეს "გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე”, - წერს ბურჭულაძე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები