Logo

შვედეთის ელჩმა საგარეო უწყების დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

პოლიტიკა
384
Frontnews
შვედეთის ელჩმა საგარეო უწყების დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ თანამშრომლობას.

ქართულმა მხარემ შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის.

ზურაბ დარჩიაშვილმა დევიდ ემტესტამს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები