შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული აცხადებს, რომ მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო


ავტორი
Front News საქართველო
გორში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა 10-ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
დაკავებულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მან მოსამართლეს თავზე მიყენებული დაზიანებაც აჩვენა.
“ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე, არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრიე ჩემი სახლიდანო. სულ ასეთ ცემა-ტყეპაში ვიყავი. მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც.
ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს“, – აღნიშნა მან პროცესზე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს