Logo

სი ძინპინმა ჩინეთის არმიას მოუწოდა, გააძლიეროს მზადება რეალური ბრძოლისთვის

მსოფლიო
355
Frontnews image description

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცებმა უნდა გააძლიერონ წვრთნა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ წვრთნაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალურ საბრძოლო მოქმედებებზე, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ასეთი მითითება საზღვაო ძალების შემოწმების დროს გასცა.

 

“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რეალური სამხედრო წვრთნები, რომელიც ორიენტირებულია რეალურ ბრძოლაზე, გავაღრმავოთ სამხედრო და ოპერატიული საკითხების შესწავლა, განვაახლოთ ოპერატიული კონცეფციები და საბრძოლო მომზადების მეთოდები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონფრონტაციული წვრთნა და ფოკუსირება საკვანძო თემებზე”, – განაცხადა სი ძინპინმა.

 

ჩინეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რეალური საბრძოლო შესაძლებლობების ფორმირების დაჩქარების მიზნით, აუცილებელია “ახალი საბრძოლო ძალებისა და საშუალებების ენერგიულად განვითარება“.

 

“აუცილებელია ჯარების განათლება და მართვა ჯარების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ყველა დონის, განსაკუთრებით კი წამყვანი კადრების. აუცილებელია ოფიცრებისა და ჯარისკაცების მომზადება, რათა მუდმივად შექმნან ახალი ვითარება საზღვაო ძალების სამხრეთ საბრძოლო სამეთაურო ზონაში“, – განაცხადა სი ძინპინმა.

 

Foreign Affairs-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჩინეთი ომისთვის მზადების შესახებ განაცხადა.

 

იმავდროულად, ჩინეთის არმია აგრძელებს მანევრების და წვრთნების ჩატარებას ტაივანთან ახლოს, თუმცა პეკინმა სამხედრო წვრთნების დასრულება გამოაცხადა.

 

ამ ყველაფრის ფონზე ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ განაცხადა, რომ ჩინეთი სავარაუდოდ, ომისთვის ემზადება.

თაგები:

სი ძინპინი
Advertisement