
ავტორი
Front News საქართველო
18 წლის წინ რუსეთის ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში და მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2008 წლის აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და უწყვეტმა, მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
"უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც კი ჩნდება, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, უზრუნველყოს მკაცრი სანქციების აღსრულება და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს