
ავტორი
Front News საქართველო
კრემლმა ილუზიებში ცხოვრება უნდა შეწყვიტოს და რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რუსები ხშირად ახსენებენ ე.წ. "ანკორიჯის სულს“, თუმცა ვერავინ ხსნის ზუსტად რას გულისხმობენ ისინი.
"რეალობა ნათლად აჩვენებს ერთ რამეს: "ანკორიჯის სულისკვეთება“ თუ ოდესმე არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯისგან მისაღები გაკვეთილია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ უბრალოდ გაქრეს“, – წერს სიბიგა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლისთვის მთავარი დასკვნა ის არის, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავებული ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული.
"დროა, მოსკოვმა უპასუხოს უკრაინის სერიოზულ წინადადებებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის და ომის დასრულების შესახებ. პუტინი რაც უფრო დიდხანს იტყვის უარს რეალობის აღიარებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ ის ბრძოლის ველზე ვერასოდეს მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მით უფრო გაუარესდება ვითარება რუსეთისთვის", - წერს სიბიგა.
ფრაზა "ანკორიჯის სული“ გაჩნდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯიში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ ე.წ. "ანკორიჯის ფორმულაზე“, რომლის მიხედვითაც აშშ მხარს დაუჭერდა უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას რუსეთის სასარგებლოდ, ხოლო სანაცვლოდ ფრონტის ხაზი გაიყინებოდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ამერიკული და უკრაინული მხარეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ოფიციალური შეთანხმების არსებობას.
თაგები:
ანდრეი სიბიგა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს