Logo

სიბიგა - რუსეთი ცდილობს, შავი ზღვა დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად აქციოს

უკრაინა
193
Frontnews
სიბიგა - რუსეთი ცდილობს, შავი ზღვა დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად აქციოს

რუსეთი ცდილობს, შავი ზღვა დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად აქციოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გეორგოს გერაპეტრიტისთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა და საბერძნეთი აძლიერებენ თანამშრომლობას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და შავ ზღვაში სამოქალაქო გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმები უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას აქტუალურ საკითხად აქცევს.

ბერძენ კოლეგასთან სიბიგამ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, ასევე კრიტიკულ და საპორტო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგებზე.

სიბიგამ აღნიშნა, რომ რუსული სარაკეტო და დრონებით ტერორიზმის მზარდი მასშტაბები მოითხოვს სასწრაფო ზომებს ცის დასაცავად.

გარდა ამისა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოება იყო.

"რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის პორტებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო გემებზე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას, საერთაშორისო ვაჭრობას და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. უკრაინისა და საბერძნეთისთვის, როგორც ორი საზღვაო სახელმწიფოსთვის, ნავიგაციის თავისუფლება პრინციპისა და უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი ცდილობს შავი ზღვის რეგიონი დაშინებისა და ზეწოლის პლატფორმად აქციოს.

"რუსეთი ცდილობს შავი ზღვა - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერია, რომელიც აკავშირებს ქვეყნებს, ბაზრებსა და ადამიანებს - ზეწოლისა და დაშინების კიდევ ერთ ინსტრუმენტად აქციოს. ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, რომ ის ღია, უსაფრთხო და თავისუფალი იყოს საზღვაო მიმოსვლისთვის“, - განაცხადა სიბიგამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები