Logo

სიბიგა - შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე

პოლიტიკა
683
Frontnews
სიბიგა - შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სიბიგა წერს, დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე, დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები