სიღნაღში, კონკურს-ფესტივალის "მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია" დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის "მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა.
კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. დაჯილდოებას დაესწრნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და სხვა ოფიციალური პირები.
კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, იტალიის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა ნინო სურგულაძემ და კონკურსის ჟიურის საპატიო წევრმა, მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერმა, იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა იანო ალიბეგაშვილმა საკონცერტო ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა. გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობდა "თბილისის ქალთა გუნდი“, ხელმძღვანელი ომარ ბურდული. მათ ქართველ კოპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს.
ჟიურის თავმჯდომარემ ნინო სურგულაძემ დაჯილდოების ცერემონიისას იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს გზავნილი და საელჩოს ინიციატივა გააჟღერა, რაც მომდევნო კონკურსებში იტალიური არიის საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზის დაწესებას გულისხმობს.
კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ", რომელიც ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მუდმივი პარტნიორია, დააწესა ფულადი პრემიები ფინალისტებისთვის, ლაურეატების და გრან-პრის მფლობელებისთვის.
ფესტივალის ფინალისტები - ელისაბედ ჩხეიძე, ანასტასია მინაშვილი, დავით გიგაური, ნათია ბეჟაშვილი;
მესამე პრემიის ლაურეატები - ლევან გორგაძე, ავთანდილ ჭიქავა და გიორგი გობრონიძე;
მეორე პრემიის ლაურეატები - ბერდია ონიანი, ერეკლე გურგენიძე და მიხეილ ნაზარიანი;
პირველი პრემიის ლაურეატები - ვახტანგ იშხნელი, გიორგი პატარაია, მარია გადილია;
გრან-პრი - მარიამ ჭანკვეტაძე და ფალანდა ღვინჯილია.
კონცერტის მსვლელობისას, რომელშიც კონკურსის ფინალისტები, ლაურეატები და გრან-პრის მფლობელები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა დაპირებული მაყურებლის სიპათიის პრიზი, რომელიც ორმა მონაწილემ - ლევან გორგაძემ და ფალანდა ღვინჯილიამ მიიღო.
გალა კონცერტის კონცერტმაისტერები - ეკატერინე გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე, მარინა ადამიშვილი, ლელა უსეინაშვილი, ქეთევან გელაშვილი.
გალა-კონცერეტისა და დაჯილდოების წამყვანები - გვანცა მეფარიშვილი და გიორგი არჩვაძე.





