სიკორსკი - თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში, ჩამოაგდებენ და ნუ მობრძანდებით აქ საჩივლელად, გაფრთხილებული ხართ


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ქვეყნები რუსულ თვითმფრინავებს ან რაკეტებს ჩამოაგდებენ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები ადრე თვალს ხუჭავდნენ რუსეთის პროვოკაციებზე, მაგრამ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მოსკოვი მხოლოდ იტყუებოდა.
მინისტრის თქმით, ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა არის ჰიბრიდული ომის ესკალაცია, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს. ეს მოიცავს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ლტოლვილების მკვლელობებს, საავადმყოფოებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე კიბერშეტევებს, ცეცხლის წაკიდებას, მათ შორის პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვაში, ცეცხლგამჩენი მოწყობილობების შემცველ ამანათებს მთელ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში და უკრაინის საელჩოებზე თავდასხმებს.
მისივე თქმით, რუსეთს უნდა გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი: ასეთი პროვოკაციები არ იქნება დაშვებული.
რუსეთის წარმომადგენლებისადმი პირდაპირი მიმართვისას, სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი და არ შეუძლია მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება.
ამავდროულად, რუსეთის "გიჟური ნაციონალიზმი“ მის ბატონობის წყურვილს გააღვივებს მანამ, სანამ რუსები არ გააცნობიერებენ, რომ იმპერია არ აღდგება და "უკრაინული დრონების ყოველი თავდასხმა ამ დღეს აახლოებს“.
"ჩვენ მშვიდობიანი დემოკრატიები ვართ, თუმცა არ დავუშვებთ, რომ დაგვაშინონ. თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში, განზრახ თუ შემთხვევით, ჩამოაგდებენ, ნამსხვრევები კი ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით აქ საჩივლელად. თქვენ გაფრთხილებული ხართ", - განაცხადა სიკორსკიმ.
თაგები:
რადოსლავ სიკორსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს