სიმონიანი – 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს

ავტორი
Front News საქართველო
რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ “ეს ყველაფერი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო”.
“თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
რადგანაც ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ თვითონ ვერ, მაგრამ მე ნამდვილად მოვესწრებოდი უკრაინის ორ ნაწილად გაყოფას) ამერიკელებს აღარ დარჩათ კრემლოლოგები, ვერავინ უკარნახებს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, უბრალოდ ეგრევე გლიჯავენ თბილისს საქმეში დიდად გარკვევის გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ:
ა) ახლა არავის სცალია სანტიმეტრების დასათვლელად;
ბ) თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა;
გ) ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და რომ რუსეთის ფედერაცია ოდესმე “თბილისის რუსეთად“ იწოდებოდა.
ასე რომ, სულ ტყუილად წამოიწყეს ეს ყველაფერი. მათ მაინც შეიბრალონ ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მცხოვრებლები, თუ თვითონ არ ინდობენ საკუთარ თავს”, – წერს სიმონიანი ტელეგრამზე.
თაგები:
მარგარიტა სიმონიანი




