სირიის ლიდერი ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლს ეწვევა.
სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ტომ ბარაკი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 10 ნოემბერს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს და მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება.
ეს სირიის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში. აქამდე არცერთ სირიელ ლიდერს მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია.





