სირსკი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებები აქვს დონეცკის რეგიონში, გვაქვს გათავისუფლებული ტერიტორიები


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 16 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს.
სირსკის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყველა ბრიგადაში იმყოფებოდა, რომლებიც “დონეცკის” გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის ჯარების ოპერატიული ზონაში იბრძვიან.
“ყურადღება გავამახვილე თითოეული საბრძოლო ნაწილის, თითოეული თავდასხმის ჯგუფის საბრძოლო მოქმედებების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ეს უნდა იყოს ბრიგადის მეთაურის მუდმივი კონტროლი და ბატალიონის მეთაურის უშუალო პასუხისმგებლობა. მე გავეცი საჭირო ბრძანებები პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად და არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – წერს სირსკი.
სირსკის თქმით, მტერს არ შეუცვლია თავისი გეგმები და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლას ცდილობს.
“ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციას, ვატარებთ კონტრშეტევას და მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გავათავისუფლეთ დაახლოებით 16 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია უდაჩნოეს, კოტლინოს და შევჩენკოს დასახლებების მიდამოებში“, – განაცხადა სირსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს