Logo

სირსკი - უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს ომის დასრულებას წინაპირობების და ტერიტორიების დათმობის გარეშე

უკრაინა
158
Frontnews image description

უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს ომის დასრულებას წინაპირობების გარეშე. ბრძოლა უნდა შეწყდეს კონტაქტის ხაზის გასწვრივ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა "უკრაინის მიწის, ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვა".

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ტერიტორიის დათმობა. რას ნიშნავს ჩვენი მიწის ჩაბარება? ამიტომაც ვიბრძვით, რომ არ დავთმოთ ჩვენი ტერიტორია", - განაცხადა სირსკიმ.

სირსკის თქმით, ის საკუთარ თავს არც კი აძლევს უფლებას განიხილოს სცენარი, რომელშიც უკრაინა იძულებული იქნება, რუსეთს მთელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები გადასცეს.

"ყველა ომი ოდესღაც დასრულდება და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენიც დასრულდება. და როცა ეს მოხდება, სამართლიანი მშვიდობა უნდა დამყარდეს. ჩემი გაგებით, სამართლიანი მშვიდობა არის მშვიდობა წინაპირობების გარეშე, ტერიტორიის დათმობის გარეშე. ეს ნიშნავს შეჩერებას ამჟამინდელი კონტაქტის ხაზზე", - განაცხადა სირსკიმ.

მან განმარტა, რომ უნდა იყოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება.

„ნებისმიერი სხვა ფორმატი იქნება უსამართლო მშვიდობა და ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა სირსკიმ.

Advertisement